1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 57
123

ფოთში, საჯარო სკოლის დარაჯის ზურაბ თავართქილაძის გათავისუფლება

თარიღი: 2012-02-10
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის თებერვალში ფოთის მეშვიდე საჯარო სკოლის დარაჯი, ზურაბ თავართქილაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბატონი ზურაბი მის გათავისუფლებას უკავშირებს პოლიტიკურ მოტივს. მას სკოლის მანდატურების ხელმძღვანელმა გაზეთი ”ქართული ოცნება” აღმოუჩინა. წყარო: http://netgazeti.ge/GE/95/News/8480/...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

პედაგოგ ლევან ივანაშვილის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-01-13
ოლქი: საჩხერე , ჭორვილა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-16 ლევან ივანაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლაში მუშაობდა 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იგი 2012 წლის 13 იანვარს საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს....

პედაგოგ ლევან ჯიქურიძის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-01-13
ოლქი: საჩხერე , სხვიტორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-16 ლევან ჯიქურიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს. ბატონი ლევანი გათავისუფლებამდე გააფრთხილეს თვი დაენებებინა პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვისთვის და სოციალური ქსელის facebook-ის გვერდიდან აეღო საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართულის ოცნების” ლოგო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

პედაგოგ ნონა ტყემალაძის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლიდან გათვისუფლება

თარიღი: 2012-01-12
ოლქი: საჩხერე , ჭორვილა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-16 ნონა ტყემალაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლაში მუშაობდა 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იგი 2012 წლის 12 იანვარს საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

პედაგოგ ნონა შუკაკიძის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-01-12
ოლქი: საჩხერე , ჭორვილა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-16 ნონა შუკაკიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლაში მუშაობდა 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იგი 2012 წლის 12 იანვარს საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

სკოლის დირექტორის ელგუჯა ქავთარაძის სოფელ სავანის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-01-11
ოლქი: საჩხერე , სავანე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-18 ელგუჯა ქავთარაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეს საჯარო სკოლიდან 2012 წლის 11 იანვარს გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან, რის საფუძვლად დასახელდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დარღვევების აღმოჩენა სკოლის დოკუმენტაციაში. ელგუჯა ქავთარაძის განცხადებით იგი გათავისუფლებულია პოლიტიკური ნიშნით, კერძოდ ჩატარდა თათბირი, სადაც ითქვა რომ პედაგოგებს აღარ უნდა აეღოთ დახმარება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მათ უხდიდა, რაზეც მან უარი არ განაცხადა....

პედაგოგ თემურ კაპანაძის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-01-11
ოლქი: საჩხერე , ჭორვილა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-16 თემურ კაპანაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლაში მუშაობდა 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იგი 2012 წლის 11 იანვარს საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

პედაგოგ მთვარისა მელაძის სოფელ სარეკის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-01-11
ოლქი: საჩხერე , სარეკი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-16 მთვარისა მელაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში 2011 წლის 15 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა. სკოლის ადმინისტრაციამ 2012 წლის 11 იანვარს უკანონოდ მოშალა შრომითი ხელშეკრულება და ქალბატონი მთვარისა გაათავისუფლეს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

პედაგოგ თამარ სუხიაშვილის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-01-06
ოლქი: საგარეჯო , კაკაბეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-16 თამარ სუხიაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლიდან 2012 წლის 6 იანვარს გაათავისუფლეს. იგი სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. ქალბატონმა თამარმა განაცხადა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლობა გახდა. ქალბატონ თამარს ჩაბარებული აქვს ისტორიის სასერტიფიკაციო გამოცდა, არის გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, აბიტურიენტთა ნაშრომების გამსწორებელი ისტორიაში, ორი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ისტორიის მასწავლებელთა ე...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

პედაგოგ მაგული ბასიაშვილის სოფელ ზერტის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-01-05
ოლქი: გორი , ზერტი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 მაგული ბასიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. იგი 2012 წლის იანვარში სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ქალბატონმა მაგულიმ განაცხადა, იგი მისი სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირებს მისი მეუღლის პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც ”თავისუფალი დემოკრატების” წევრია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

პედაგოგ მარიამ კოხტაშვილის სოფელ სკრის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-01-04
ოლქი: გორი , სკრა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 მარიამ კოხტაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო პედაგოგად მუშაობდა. იგი 2012 წლის იანვარში სამსახურიდან გაათავისუფლეს. ქალბატონი მარიამი მის გათავისუფლებას მისი შვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, რომელიც ”რესპუბლიკური პარტიის” გორის ოფისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტსროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

პედაგოგ ქეთევან ხარაზიშვილის ხაშურის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2011-12-16
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-16 2011 წლის დეკემბერში სამსახურიდან გაათავისუფლეს ხაშურის #6 საჯარო სკოლის უცხო ენის პედაგოგი ქეთევან ხარაზიშვილი. იგი პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტის მეუღლეა. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გააწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქეთევან ხარაზიშვილის სარჩელი ხაშურის #6 საჯარო სკოლის წინააღმდეგ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

პედაგოგ ნანი ივანაშვილის სოფელ ვაყიას საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2011-12-12
ოლქი: ხაშური , ვაყია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 ნანი ივანაშვილი 2011 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყიას საჯარო სკოლიდან. ქალბატონი ნანი სკოლაში უცხო ენის პედაგოგად მუშაობდა. იგი პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტის მეუღლეა. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

პედაგოგ მაია ცხადიაშვილის ხაშურის #1 საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2011-12-12
ოლქი: ხაშური , ხაშური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2011 წლის დეკემბერში სამსახურიდან გაათავისუფლეს მაია ცხადიაშვილი. იგი ხაშურის #1 საჯარო სკოლაში უცხო ენას ასწავლიდა. ქალბატონი მაია პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ხაშურის ოფისის ლიდერის და არის. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

პედაგოგ ნათელა ნოზაძის სოფელ ბრილის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2011-12-12
ოლქი: ხაშური , ბრილი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2011 წლის დეკემბერში სამსახურიდან დაითხოვეს ნათელა ნოზაძე, რომელიც სოფელ ბრილის საჯარო სკოლაში უცხო ენების პედაგოგად მუშაობდა. ქალბატონი ნათელა ”თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტის ნოდარ კილაძის მეუღლეა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

პედაგოგ ნოდარ კილაძის სოფელ ბრილის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2011-12-12
ოლქი: ხაშური , ბრილი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2011 წლის დეკემბერში სამსახურიდან დაითხოვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის საჯარო სკოლის პედაგოგი ნოდარ კილაძე, რომელიც პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტია. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას....

პედაგოგ ეკა ბაქრაძის ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2011-09-16
ოლქი: ქარელი , ქარელი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-16 ეკა ბაქრაძე ქარელის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლაში ისტორიის, რელიგიისა და კულტურის მასწავლებლად მუშაობდა. იგი 2011 წლის 16 სექტემბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან. ქალბატონ ეკას მიაჩნია, რომ ის გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით, კერძოდ: მისი ძმა იყო ნინო ბურჯანაძის პარტიის ქარელის რაიონული კოორდინატორი. ქალბატონი ეკას განცხადებით, 2011 წლის აგვისტოში, სანამ მისი გათავისუფლება მოხდებოდა, სკოლის დირექტორმა, მარიტა ბაბლუანმა დაიბარა ეკა ბაქრაძე და მოსთხოვა დაეწერა განცხადება სამსახურიდან წ...