2021-09-05
19 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში „ქართული ოცნების" მერობისა და ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
სამუშაო დროს მიმდინარე ამ ღონისძიებაზე, „სამართლიანი არჩევნებს" წარმომადგენელმა გამოავლინა არაუფლებამოსილ პირთა დასწრება, მათ შორის:
ლანჩხუთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და მისი თანამშრომელი ცირა მსხილაძე;
მერიის ...
2021-09-05
19 აგვისტოს, სამუშაო საათებში „ქართული ოცნების" მიერ გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელი და დასი. ვიდეოში, რომელსაც პარტია მერობის კანდიდატის წარდგენისას იღებდა კარგად ჩანს თითოეული მათგანი.
...
2021-09-05
სოფლებში, სადაც ტარდებოდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატთან შეხვედრა, ყველგან შეინიშნებოდა თვითმმართველობის ადმინისტრაციის თანამშრომელთა და სკოლის პედაგოგთა მობილიზება. ძირითადად, შეხვედრები დღის მეორე ნახევარში, არასამუშაო დროს იყო ორგანიზებული, თუმცა სამსახურებრივი ნიშნით შეკრების ნიშნები იკვეთებოდა.
...
2021-09-05
29 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება "დროა”-ს ზუგდიდის რეგიონული ოფისი დააზიანეს. ოფისის ხელმძღვანელის მარიამ სიჭინავას განმარტებით, ოფისის შესასვლელში დახვდა უხამსი ტექსტები და დაზიანებული პლაკატი. მისი თქმით, ასეთი ფაქტი ,,დროას" ოფისთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არა არის. ცოტა ხნის წინ ოფისში შევარდა ადამიანი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პარტია ,,დროა"-ს და მის დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას.
...
2021-09-05
მოქალაქე, ვ. ჩ.-ს განცხადებით, მას დაემუქრნენ სოციალური დახმარების მოხსნით, რადგან ის გახარიას პარტიის მხარდამჭერია და სამეზობლოში ღიად გამოხატავდა პოზიციას. ამის შემდეგ, მასთან შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მივიდა თანამშრომელი და დაემუქრა ოჯახის გადამოწმებით, რომლითაც მაღალ ქულებს მიუთითებენ და დახმარება მოეხსნება. ოჯახში არასრულწლოვნები ცხოვრობენ და მათი საარსებო წყარო სოციალური შემწეობა და ბავშვების დახმარებაა.
მოქალაქე საჯაროდ ლაპარ...
2021-09-05
ყვარელში, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან ხუციშვილი 23 აგვისტოს ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ლევან ხუციშვილის და, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, ამბობს, რომ დაბარება უკავშირდებოდა ფეისბუქზე გაკეთებულ კომენტარს, ბრალდებას, თითქოს, ლევან ხუციშვილმა ერთ ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა სოციალური ქსელში. ნინო ხუციშვილის თქმით, საჩივრის შემტანი პირი სუსთან თანამშრომლობაშია შემჩნეული. ლევან ხუციშვ...
2021-09-05
პარტია „საქართველოსთვის" ფოთის ოფისის ხელმძღვანელის კონსტანტინე თოფურიას ინფორმაციით, პარტიის ახალგაზრდული ფრთისთვის, მოწყობილ გასართობ სივრცესთან, 6 აგვისტოს საღამოს, შკოდას ფირმის ავტომობილიდან პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერებს ფოტოები გადაუღეს. მისი თქმით, ავტომობილში სამოქალაქო ფორმაში მყოფი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. თოფურია ვარაუდობს, რომ ფოტოგადაღების მიზანი იქ მყოფი ახალგაზრდების მშობლების დაშინებაა.
...
2021-09-05
„სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში, მოყვანილი იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების ყოფილი უფროსის მინდია ბარამიას სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, ფოთის მერის ყოფილ მოადგილეებთან მეგობრობის გამო,...
2021-09-05
პარტია „საქართველოსთვის" მხარდამჭერმა ვაჟა კოვზაძემ Covid 19-ის დადასტურების შემდეგ, კუთვნილი მაღაზია დაკეტა. იგი მეორე დღეს, დედამ გახსნა, რომელსაც ვაჟა კოვზაძესთან შეხება არ ჰქონია. ცოტა ხანში მას საპატრულო პოლიციამ, მფლობელის ინფიცირების გამო, მაღაზიის დაკეტვა მოსთხოვა.
პარტია „საქართველოსთვის" შტაბის უფროსის ვლადიმერ ვარძიელის ინფორმაციით, პატრულს არ აუხსნია თუ როდემდე უნდა ჰქონოდათ მაღაზია დაკეტილი და რა პროცედურები იყო ჩასატარებელი. ს...
2021-09-05
პარტია „საქართველოსთვის” წევრის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას შეხვედრებს რეგიონში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები უთვალთვალებენ. წარმოდგენილ სურათებზე, მისი თქმით, ფიქსირდებოდა უსაფრთხოების, კრიმინალური და საპატრულო პოლიციისა და სხვა პირების მიერ თვალთვალი.
„საქართველოსთვის" თელავის მერობის კანდიდატ...
2021-09-04
თბილისის მერიის კომპანიის, „თბილსერვისის" თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბაღდავაძის თქმით, გათავისუფლების მიზეზი მისი პროტესტია.
„თბილსერვისის" თანამშრომლები 6 აგვისტოს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასის მატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. კალაძის თქმით, პროტესტის მონაწილეებს „პროვოკატორები აბუნტებდნენ"...
2021-09-04
პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" თანამშრომელი კესარია წულაია. მისი განმარტებით "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" დირექტორმა დავით შამათავამ ის ორჯერ დაიბარა სამსახურში და უთხრა, რომ, ზემოდან მიცემული დირექტივის საფუძველზე, სოციალურ ქსელ ,,facebook"-ზე შეეწყვიტა პარტია „საქართველოსთვის" დაკავშირებული ვიდეო რგოლების გაზიარება. წულაიას თქმით, შრომითი ხელშეკრულება უმთავრდებოდა 2021 წლ...
2021-09-04
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ნელი ქარელის ინფორმაციით, 5 აგვისტოს ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ ის საკუთარ კაბინეტში დაიბარა და ჰკითხა, გიორგი გახარიას პარტიაში ხომ არ იყო გადასული. ნელი ქარელმა მიუგო, რომ ჯერ არსად წასულა, თუმცა მერთან ადრეც დაუფიქსირებია აზრი, რომ არ მოსწონდა მმართველი გუნდის გამონათქვამები გახარიასთან დაკავშირებით. მერმა მას ისიც უთხრა, რომ პარტია (იგულისხმება "ქართული ოცნება”) ავალებს მის სამსახურიდან გ...
2021-09-04
ა(ა)იპ ,,ხულოს კულტურის ცენტრიდან` სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლეს გურამ ხოზრევანიძე. 2021 წლის 16 ივლისს, აჭარის ტელევიზიაში ღიად გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანების გაცხადების შემდეგ, მისი სამსახურებრივი შევიწროება დაიწყო. იმავე დღეს, კულტურის ცენტრში გაფორმდა ბრძანება N 01/06/30 გურამ ხოზრევანიძის შვებულებიდან სამსახურში გამოძახების თაობაზე. შემდეგ მიყოლებით დაიწერა გურამ ხოზრევანიძის მკაცრად გაფრთხილებისა და საყვედურის გამოცხადების, ხოლო 21 ივლისს თანამდებო...
2021-09-04
სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა სულიკო ბერიძე. მას პარტია „საქართველოსთვის" ბათუმის ოფისის გახსნაზე ყოფნის გამო მოსთხოვეს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება, რაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს.
სულიკო ბერიძის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს. ...
2021-09-04
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის” სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა ხვიჩა დოლბაია. მას გახარიას თანამოაზრეებთან მეგობრული კავშირის ბრალდების გამო მოსთხოვეს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება, რაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს. გათავისუფლების ბრძანებაში ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ ყოფილა.
ხვიჩა დოლბაიას ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცა...
2021-09-04
23 აგვისტოს, სამსახურიდან გაათავისუფლეს თედორე კალმახელიძე. იგი 2017 წლიდან მუშაობდა ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ-ის საქართველოს წარმოამდგენლობა „აკკორდ ჯორჯიაში", შრომის უსაფრთხოების ინჟინრის პოზიციაზე. იგი გათავისუფლებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, კალმახელიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატია. გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მის პოლიტ...
2021-09-04
23 აგვისტოს ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ეპიდსიტუაციის ზედამხედველობის სპეციალისტი ხათუნა ბეგიაშვილი გაათავისუფლეს . მისი განმარტებით გათავისუფლების მიზეზი გახდა ქალაქის მერის ყოფილი მოადგილის, ირმა მესხის მხარდამჭერი კომენტარის გაკეთება ფეისბუქზე, ასევე ნინო ქვირიას მიმართ გამოხატული მხარდაჭერა რის შემდეგაც მას ფოსტით გაუგზავნეს წერილი გათავისუფლების შესახებ. ხათუნა ბეგიაშვილი თვლის, რომ მისი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით, რადგან არ არის „ქართული...
2021-09-04
5 აგვისტოს, ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან თეიმურაზ გვრიტიშვილი გაათავისუფლეს , . პანდემიის გამო ეროვნული პარკის დირექტორთან სიტყვიერი შეთანხმებით ის დისტანციურად აგრძელებდა საქმიანობას არ იყო ვალდებული სამსახურში გამოცხადებულიყო. თუმცა სამსახურში გამოუცხადებლობა გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი. გათავისუფლებას გვრიტიშვილი გახარიას პარტიის მხარდაჭერას უკავშირებს.
2021-09-04
13 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს ა(ა)იპ ,,არაგვის დაცული ლანდშაფტის" დირექტორიგიორგი მეზვრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მეზვრიშვილის განმარტებით, იმის გამო გათავისუფლდა, რომ გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერია. სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებაში არ არის მითითებული გათავისუფლების საფუძვლები.
გიორგი მეზვრიშვილის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს. ...