2021-10-30
#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება 100 მეტრის რადიუსის გარეთ. დროდადრო პირები რადიუსს შიგნითაც შემოდიოდნენ. ...
2021-10-30
#6 სამგორის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან შეკრებილი იყო ხუთამდე ე.წ. "ძველი ბიჭი", რომლებიც ეკონტაქტებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტთა კავშირის" უბანზე მყოფ წარმომადგენლებთან. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაციის წევრები გამოდიოდნენ საარჩევნო უბნიდან და ინფორმაციას აწვდიდნენ ე.წ. "ძველ ბიჭებს". ...
2021-10-30
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო სამი მიკროავტობუსი, რომლებშიც იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების” კოორდინატორები, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა სიებით და აღრიცხავდნენ ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს. ...
2021-10-30
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა დაახლოებით 10 პირის შეკრება. ...
2021-10-30
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 10 მეტრში შეინიშნებოდა საეჭვო პირების შეკრება მსუბუქი ავტომობილებით. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბნის გახსნის მომენტიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე თითქმის არ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებებს, იმყოფება განცალკევებულ ოთახში და არ აქცევს ყურადღებას საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესს. დაახლოებით 1 საათის წინ მან საერთოდ დატოვა საარჩევნო უბანი და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: გლდანი , გლდანი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #110 საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე შევიდა მოქალაქე, რომელსაც „ანტიკორუფციული მედია ცენტრის" სამკერდე მოწმობა ჰქონდა. კომისიის თავმჯდომარემ სთხოვა რეგისტრაციის გავლა. მისი მოწმობა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა გადაამოწმა მითითებული QR კოდით. აღმოჩდა, რომ სამკერდე მოწმობის მფლობელი რეალურად არის სხვა პირი. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე სისტემატიურად ირღვევა წესრიგი, დამკვირვებლებს, კომისიის წევრებსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებაა. თავმჯდომარე არ ახდენს სათანადო რეაგირებას. მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, რეგისტრატორებს ხელი ეშლებათ ფუნქციის შესრულებაში. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #22 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა ჯიბეში ჩაიდო მერის საარჩევნო ბიულეტენი. ...
2021-10-30
#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #63 საარჩევნო უბანზე შევიდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების - „ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა", „ახალგაზრდა თაობათა ლიგა"; „ანტიკორუფციული მედია-ცენტრი" დამკვირვებლები, რომლებმაც კომისიის ერთ-ერთი წევრის მიმართ გამოთქვეს ბრალდება, რომ მან ერთ-ერთ ამომრჩეველს უკარნახა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა. აღნიშნულს საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. კომისიამ დამკვირვებლების მიმართ შეადგინა გაძევების ოქმი, თუმცა კომისიის თავმჯ...
2021-10-30
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, რომელსაც უბანზე შესვლისას არ ჰქონდა სამკერდე მოწმობა. ამასთან, იგი უბანზე ღიად ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლო აგიტაციას. მოგვიანებით ამ პირმა ხმა მისცა იგივე უბანზე და კაბინაში გადაიღო ფოტო. მითითების მიუხედავად, კომისიის წევრებს დარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #53 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორები ახორციელებენ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ცალკე ფურცელზე აღრიცხვას მათი სახელისა და გვარების მითითებით. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ჩუღურეთი , ჩუღურეთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების პირადი ნომრები მითითებული იყო შეცდომით. ასევე, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ბიულეტენებთან შედარებით ერთით ნაკლები ხელმოწერაა. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს სხვის ნაცვლად მოაწერინა ხელი. ამავე უბანზე ორ ამომრჩეველს ხელმოწერების ნაცვლად დასმული აქვთ ჯვრები. მათი ახსნა-განმარტებით არ იცოდნენ ხელმოწერა. ორივე ამომრჩეველს გადასცეს ბიულეტენები და მიაცემინეს ხმა. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ხელვაჩაური , ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #28-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი გვარის გასწვრივ სიაში სხვა პირის ხელმოწერა დახვდა. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა აღმოაჩინა მისი ხელმოწერის გასწვრივ სხვა პირის ხელმოწერა. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა ბიულეტენი გასცა და სამაგიდო სიაში ხელი მოაწერინა ამომრჩეველს, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ამ უბანში. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიერ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ამომრჩეველი უბნიდან გააბრუნეს ისე, რომ მას ხმა არ მიუცია. ამავე უბანზე მისულ ამომრჩეველს თავის გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა სხვის მიერ, თუმცა მისი სახელით, აღსანიშნავია, რომ ამ ამომრჩეველს სხვა ამომრჩევლის გრაფაში სთავაზობდნენ ხელის მოწერას. ამავე...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ისანი , ისანი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც იმყოფებოდა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში. ...
2021-10-30
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმა მისცა პირადობის მოწმობის ასლის საფუძველზე. დამკვირვებლის მითითების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარეს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე რამდენიმეჯერ დაფიქსირდა უკვე მარკირებული ამომრჩევლების მხრიდან უბანზე შესვლის მცდელობა (5 შემთხვევა). ...