|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა ბიულეტენი გასცა და სამაგიდო სიაში ხელი მოაწერინა ამომრჩეველს, რომელიც არ იყო რეგისტრირებული ამ უბანში. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიერ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ამომრჩეველი უბნიდან გააბრუნეს ისე, რომ მას ხმა არ მიუცია. ამავე უბანზე მისულ ამომრჩეველს თავის გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა სხვის მიერ, თუმცა მისი სახელით, აღსანიშნავია, რომ ამ ამომრჩეველს სხვა ამომრჩევლის გრაფაში სთავაზობდნენ ხელის მოწერას. ამავე...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ისანი , ისანი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც იმყოფებოდა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე რამდენიმეჯერ დაფიქსირდა უკვე მარკირებული ამომრჩევლების მხრიდან უბანზე შესვლის მცდელობა (5 შემთხვევა). ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა დააფიქსირა მარკირებული ამომრჩეველი, თუმცა მას მაინც მიაცემინეს ხმა. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელსაც უფიქსირდებოდა მარკირება, თავმჯდომარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით მიაცემინეს ხმა. მან სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელი რამდენჯერმე და ამტკიცებდა რომ ხელზე ჰქონდა ალერგია და არა მარკირება. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #5 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც ემჩნეოდა მარკირების კვალი. ამის მიუხედავად, მას კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა ხმის მიცემის შესაძლებლობა მისცეს. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#20 რუსთავის #39 საარჩევნო უბანზე მისულ სამ ამომრჩეველს მარკირების შესამოწმებელი ფანრით შემოწმებისას დაუფიქსირდათ მარკირება, თუმცა მათ მიეცათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#3 საბურთალოს #26 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების კვალი ეტყობოდა, კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე მეორე რეგისტრატორის მარკირების სითხე ხელის დამუშავების შედეგად შორდება. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი ფანარი სათანადოდ არ მუშაობდა. ნაკადის მომწესრიგებელმა არაერთხელ მიუთითა თავმჯდომარეს ფანრის ხარვეზებზე, თუმცა თავმჯდომარე რეაგირებას არ ახდენდა. საბოლოოდ, საარჩევნო უბანმა ფანარი 15:40 საათზე შეცვალა, რის შემდგომაც მარკირების შემოწმება შესაძლებელი გახდა. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: საბურთალო , საბურთალო
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე მარკირების შემმოწმებელი ფანარი მარკირებას არ აფიქსირებს. სადეზინფექციო ხსნარით ხელის დამუშავებისას კი, მარკირების კვალი თითქმის სრულად იშლება. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#67 ზუგდიდის #92 სარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, რომელიც რეგისტრირებული იყო #36 საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში, ხმა მისცა როგორც #36-ე საარჩევნო უბანზე, ასევე #92-ე უბანზეც....
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#59 ქუთაისის სარჩევნო ოლქის #91 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა ორჯერ - როგორც გადასატანი ყუთის მეშვეობით, ასევე საარჩევნო უბანზეც. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ისანი , ისანი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში, ყუთის ზედამხედველმა სპეციალური კონვერტი ჩააგდო. ამ ფაქტს უბანზე მოჰყვა შეხლა-შემოხლა და არეულობა, რის გამოც შეფერხდა საარჩევნო პროცესი და მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ ეძლეოდა. უბანზე არსებული დაპირისპირების გამო თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია....
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე გაუმართავი იყო მარკირების შესამოწმებელი ფანარი. დამკვირვებელმა მოითხოვა დარღვევის აღმოფხვრა, რის შემდეგაც საოლქო საარჩევნო კომისიამ უბანს გადასცა ახალი ფანარი. ფანრის გაუმართაობის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში მარკირების შემოწმება სათანადოდ არ ხდებოდა....
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების შემდეგ იშლება (შორდება)....
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გაუკეთეს მარკირება თუმცა, მისი სიაში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგი არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ საარჩევნო უბანზე. შემთხვევის შესახებ არ დაწერილა ახსნა-განმარტება. ...
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #119 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი არასწორად გასცემდა საარჩევნო ბიულეტენებს. კერძოდ, ამომრჩევლისთვის გასაცემ 33 ბიულეტენზე არ იკითხებოდა საარჩევნო ოლქის და უბნის ნომრები. კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორს მისცა სიტყვიერი შენიშვნა, დააწერინა ახსნა-განმარტება და საბოლოოდ რეგისტრატორი შეცვალა....
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადაეცათ 30 ბიულეტენი (გადასატან ყუთზე რეგისტრირებული იყო 27 ამომრჩეველი). საარჩევნო ყუთის წაღებიდან მალევე, ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე შემოიტანა ბიულეტენები და აღნიშნა, რომ იპოვა ძირს დაყრილი. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ბიულეტენები გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გაებნათ და ისინი კვლავ უკან გაატანა....
|
თარიღი: 2021-10-30
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2021-10-30
#59 ქუთაისის #39 საარჩევნო უბანზე 14:00 საათის მონაცემების დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ რეგისტრატორს დაახლოებით 40 ამომრჩევლის ხელმოწერის გასწვრივ საკუთარი ხელმოწერა დაფიქსირებული არ ჰქონდა....