INTIMIDATION/HARASSMENT ON POLITICAL GROUNDS
2018-11-12 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა ნოვრუზ მეხტიევმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 12 ნოემბერს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა მისი ძმა ქუჩაში გააჩერა და უთხრა, რომ „ძალიან წინ მიდიოდნენ“. პოლიციელმა ჯიბიდან ამოიღო მეხტიევის ოჯახის წევრების სია პირადი მონაცემებით და უთხრა, რომ ამ სიაში მითითებული ერთ-ერთი პიროვნების მეორე ტურამდე დაკავებას ავალებენ. 13 ნოემბერს ერთ-ერთ ჩინოვნიკი მივიდა მეხტიევის ძმასთან და შესთავაზა, რომ მოუგვარდებოდათ პრობლემები, რომელსიც სოფლის მეჩეთს აქვს თუ „48 ნომერთან ითანამშრომლებდნენ“. 14 ნოემბერს სხვა ჩინოვნიკი მივიდა მეხტიევის მამასთან და უთხრა, რომ ან „48 ნომრის“ აგიტატორად უნდა იმუშაონ ან არცერთ პარტიასთან არ უნდა ითანამშრომლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კუთვნილ მაღაზიას და ჩაიხანას შემოსავლების სამინისტრო დააჯარიმებს ან დაკეტავს. მეტი დამაჯერებლობისთვის მეხტიევის მამას უთხრეს, რომ შემოსავლების სამსახური იმ დღესაც აპირებდა მისვლას, თუმცა ჯერ „დალაპარაკება“ შესთავაზეს.


SHARE THIS INCIDENT



FACEBOOK
Share

TWITTER
Share