პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის შემთხვევა
თარიღი: 2016-09-05
პერიოდი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება
2016-07-27 პოლიტიკური გაერთიანება ,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ წარმომადგენლის, გურამ ჩალაგაშვილის მიერ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათი პარტიის კოორდინატორებსა და აქტივისტებზე ზეწოლა განახორციელეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ - მინდია ჟღერიამ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა. კერძოდ, მინდია ჟღერიამ თავისთან დაიბარა „ახალი საქართველოს“ კოორდინატორი და უთხრა, რომ თუ ის გააგრძელებდა პარტიულ საქმიანობას, სოციალური დახმარება მოეხსნებოდა. ჩალაგაშვილის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ კოორდინატორმა პარტიაში საქმიანობა შეწყვიტა, თუმცა ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბრისას მან კოორდინატორის ვინაობის გამხელა არ ისურვა. ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სოფლის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზეც. კერძოდ, მათ ეუბნებიან, რომ თუ დაესწრებიან "ახალი საქართველოს" მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს, სოციალური დახმარება მოეხსნებათ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე