მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
2016-07-14 აგიტაციის წესების დარღვევით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა საქართველოს ყოფილი პრეზდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამომრჩეველს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. • 14 ივლისს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. ახალციხის ტელეკომპანია მე-9 არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩევლებს მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რომელის ვიდეოგზავნილიც შეხვედრაზე მყოფმა მოსახლეობამ ტელეეკრანის საშუალებით იხილა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე