საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-07-09 ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში, აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგების აქციაში, რომელიც ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და სახსრებით იყო ორგანიზებული. დეპუტატი, ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში, აღნიშნავს, რომ იმყოფებოდა შუახევის მერის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც სურსათ-სანოვაგე გადასცეს ხანდაზმულებს, მძიმე ავადმყოფებს, შშმ პირებს, მარტოხელა და მრავალშვილიან ოჯახებს. შუახევის მუნიციპალიტეტის განცხადების თანახმად, 7 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით, ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ვანსა და ზემოხევში, საქველმოქმედო აქცია გაიმართა. შესაბამისი ინფორმაცია შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდიდან დეპუტატმაც გააზიარა, საჯარო პოსტის სახით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე