სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
თარიღი: 2020-09-30
პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2020-10-13
2020-09-30 ა(ა)იპ მუსიკალური სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი, თამარ გიგიაშვილი აცხადებს, რომ მერმა, როსტომ სესიაშვილმა სამსახურიდან იმის გამო გაანთავისუფლა, რომ მისი მეუღლე აქტიურადაა ჩართული „ნაციონალური მოძრაობის" კამპანიაში, ასევე, რადგან მან საკუთრებაში არსებულ კომერციული ფართზე „ნაციონალური მოძრაობის" ბანერი განათავსა. მისი განმარტებით, ბრძანებაში არ არის მითითებული გათავისუფლების საფუძველი, მას არ აქვს მიღებული რაიმე სახის გაფრთხილება სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ და აპირებს მერის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი უარყოფს პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლებას. 


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე