სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები
2020-10-26 12 ოქტომბერს, წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად მისული პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ირაკლი კუპრაძე, პაატა ცივაძე, ზურაბ გოლიაძე და პარტიის მხარდამჭერები ბაზრის ადმინისტრაციამ ქობულეთის ცენტრალურ ბაზარში არ შეუშვა. ბაზრის მეპატრონეები, ალექსანდრე რომანაძე და მალხაზ რომანაძე ღიად აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან და არ მისცემენ სხვა პარტიებს ბაზრის ტერიტორიაზე მომუშავე ხალხთან შეხვედრის და სააგიტაციო მასალების გავრცელების საშუალებას. ასევე, ერთ-ერთ დირექტორს ადრე პრობლემები შეექმნა თი-ბი-სი ბანკთან და ამით ახსნა თავისი პოზიცია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე