სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა
2020-10-26
„ლელოს" ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, შპს „ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა აღნიშნული გადაამოწმა კომპანიის თანამშრომლებთან. ერთმა დაადასტურა, რომ ხელმძღვანელის მხრიდან არის დაინტერესება, თუ რომელ პარტიას უჭერს მხარს, ხოლო მეორემ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა.
შპს „ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლები რამდენჯერმე შევიდნენ „ლელოს" ოფისში მეგობართან. ამის შემდგომ მათ მობილურებზე განხორციელდა ზარი შემდეგი გზავნილით „რა ხდება, რაზე დადიხართ". „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა დაადგინა, რომ ზარი მაღაროს უფროსისაგან განხორციელდა. „ლელოს" წარმომადგენელის დავით ჭუმბურიძის თქმით, ის დაუკავშირდა მაღაროს უფროსს და ჰკითხა, თუ რატომ დაინტერესდა მისი მეგობრების ლელოს ოფისში სიარულით, რაზეც მაღაროს უფროსისგან პასუხად მიიღო, რომ იგი იმიტომ ურეკავს თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, რომ კიდევ ერთხელ გააფრთხილოს „ახლა პოლიტიკის დრო არ არის".


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე