სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა
2020-10-26
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საჩხერის შტაბის ხელმძღვანელმა ზურაბ ცერცვაძემ, „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან აღნიშნა, რომ საარჩევნო კომისიაში მათ წევრებზე განხორციელდა ზეწოლა, რის შემდგომაც 4 კომისიის წევრის ჩანაცვლება დასჭირდათ.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი დაუკავშირდა ამ პირებს. მათგან ერთმა დაადასტურა ინფორმაცია და თქვა, რომ მეუღლეს დაურეკეს და მოსთხოვეს, რომ თავი შეეკავებინა „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობისგან. კითხვაზე თუ ვინ დაურეკა განმარტა, რომ მეუღლეს მისთვისაც არ უთქვამს. ასევე აღნიშნა, რომ სურს ანონიმურად დარჩენა, რადგან მეუღლე ბიზნეს საქმიანობას ეწევა და არ სურს პრობლემები შეუქმნას. დანარჩენ 3 შემთხვევაში, კომისიის წევრობაზე უარი დროის უქონლობით ახსნეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე