სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება
2020-10-26
დოდო ჭოტორლიშვილი 7 წლის განმავლობაში იყო ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი. მიმდინარე წელს მას ვადა ამოეწურა და ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმებოდა. ჭოტორლიშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან განაცხადა, რომ მეუღლე და შვილი როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ჩართულნი არიან ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაში, ამის გამო, მას აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება. თანამშრომლობა მხოლოდ მათთან გაგრძელდა, ვინც „ქართული ოცნების" მიმართ ლოიალურები იყვნენ. მისივე თქმით, ოჯახის წევრების ოპოზიციასთან თანამშრომლობის გამო, მასზე ზეწოლა ამ 7 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ სკოლიდან გათავისუფლების გამო დოდო ჭოტორლიშვილი ცუდად გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
განათლების სამინისტროს განმარტებით, მათ არცერთი დირექტორი არ გაუთავისუფლებიათ. საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რაც საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი და ყველა მათგანს აქვს შესაძლებლობა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე