"ქართული ოცნების" წევრის კახაბერ გოგიაშვილის სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტი
2012-08-02 კარალეთის ინციდენტის საქმეზე დაკავებული იქნა კახაბერ გოგიაშვილი. მას გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. იგი მოთავსებული იქნა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მასზე იზოლატორის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა ფსიქიკური ზეწოლა და იძულება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ 2012 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და გამოძიების დაწყება მოითხოვა. საიამ ასევე განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და იზოლატორებში მოთავსებული პირების პატივის, ღირსებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის სათანადო დაცვა მოითხოვა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე