ბოლნისის 23-ე ოლქის # 38-ე საარჩევნო უბანზე მარკირების შემოწმების შეუსრულებლობა

2012-10-01 მარკირების პროცედურა მიმდინარეობდა დარღვევებით, არ იყო სათანადო ფანარი, ჩვეულებრივი ფანრით ხდებოდა სპეციალური ხსნარის შემოწმება, ამ პროცედურით 200 ამდე ამომრჩეველმა მისცა ხმა, მოვითხოვეთ ხმის მიცემის პროცესის შეჩერება, დავუკავშირდით საოლქოს, მხოლოდ ამის შემდგომ ამოიღეს სპეციალური ფანარი ცელოფნიდან, ამასთან დაკავშირებით საია-ს დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რომელიც არ ჩაიბარეს არ ქონდათ სპეციალური ნიმუშის ცნობა, რომ გაეცათ, არ შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.
საჩივარი დაიწერა. მოთხოვნა: #38-ე მუხრანის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის და მდივნის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი, უბნის შედეგების ბათილად ცნობა