ოზურგეთის #60 ოლქის #მე-12 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა უარი თქვეს წილისყრის შედეგად გამოვლენილ ფუნქიცების შესრულებაზე

2012-10-01 კომისიის წევრები, რომელთაც უარი განაცხადეს წილისყრის შედეგად გამოვლენილი ფუნქციების შესრულებაზე იყვნენ: 1. გურამ წიტაიშვილი, რომელიც წილისყრის შედეგად უნდა გაჰყოლოდა გადასატან საარჩევნო ყუთს 2. აზა ყალიჩავა, რომელსაც წილისყრის შედეგად უნდა შეესრულებინა რეგისტრატორის ფუნქცია. გურამ წიტაიშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობა არ აძლევს საუშუალებას გაჰყვეს გადასატან საარჩევნო ყუთს. აზა ყალიჩავამ განაცხადა, რომ აწუხებს თავის ტკივილები და ვერ შესძლებს რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებას.

2012-10-01 საჩივარი დაიწერა საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე, კომისიის წევრებს გურამ წიტაიშვილსა და აზა ყალიჩავას დაეკისროს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომა.