წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები და დამკირვებლის გამოძევება ტირძნისის N91 საარჩევნო უბანიდან
2012-10-01 კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“ დამკვირვებლის ქეთევან შალაშვილის ინფორმაციით კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორებს გადასცა ბიულეტენები, რომლებზეც უკვე წინასწარ იყო შემოხაზული ნომერი 5 და საარჩევნო სუბიექტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. კომიისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორს ასევე გადასცა სპეციალური კონვერტები, რაც კანონით აკრძალულია და კიდევ უფრო ამძაფრეფს ეჭვს, რომ იყო მცდელობა წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები ჩაეწყოთ კონვერტებში და ჩაეგდოთ საარჩევნო ყუთში. დამკვირვებლის მიერ დაწერილი იქნა საჩივარი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა არ ჩაიბარა, რაც ასევე წარმოადგენს კანონის დარღვევას. აღნიშნული დამკვირვებელი კომიისიის გადაწვეტილებით გამოძევებული იქნა უბნიდან. კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისთვის"


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე