ყუთის გადამტანები ერთიდაიგივე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები არიან
2013-10-27 ლანჩხუთში #6 საარჩევნო უბანზე წილის ყრის შედაგად გამოვლინდა გადასატანი ყუთის ორი გადამტანი: ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა უარი თქვა თავის ფუნქციის შესრულებაზე და იგი ჩაანაცვლა ქართული ოცნების მეორე წარმომადგენელმა. დამკვირვებელმა მხოლოდ 16:00 საათზე შეიტყო აღნიშნულის შესახებ, როდესაც გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნდა. დაიწერა საჩივარი კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე, საჩივარი გადავიდა ოლქში.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე