სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება/წასვლის იძულება
2021-08-30
სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს მინდია ბარამია, რომელსაც ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფოთის მერის მოადგილესთან, პაატა ლაგვილავასთან და ვიცე-მერ კონსტანტინე თოფურიასთან.

მას შემდეგ, რაც კონსტანტინე თოფურია და პაატა ლაგვილავა გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიას შეუერთდნენ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ისინი დაკავებული თანამდებობებიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. იქიდან გამომდინარე, რომ მინდია ბარამიას ახლომეგობრული ურთიერთობა ჰქონდა გიორგი გახარიას გუნდის ზემოთდასახელებულ წევრებთან, წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მასაც მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა. ბარამიას ხელშეკრულება 2021 წლის 14 მაისიდან შეუწყვიტეს. ბრძანებაში გათავისუფლების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არის მითითებული. მინდია ბარამიას უფლებებს „სამართლიანი არჩევნები" სასამართლოში დაიცავს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე