ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა
2021-09-26 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების" წალენჯიხის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას მხარდამჭერ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ასახულია პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი. ამ ფაქტის შესახებ, „სამართლიანმა არჩევნებმა" განცხადებით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, უფლებამოსილი ორგანოების მონაწილეობით, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით. პროკურატურის განცხადებით, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის (ამომრჩევლის მოსყიდვა) საფუძველზე დაიწყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე